logo
ENG



თებერვლის ღალატი - დროება

26 თებ 202320:19
3 წუთის საკითხავი
 

დღეს დილით, მოსკოვის დროით ზუსტად რვა საათზე სტაჟიანმა რუსულმა პროპაგანდისტულმა საინფორმაციო სააგენტომ ვინმე ჟურნალისტ მიხეილ კატკოვის სტატიით მკითხველს ახარა - Разворот на Восток. Грузия готова порвать с Евросоюзом. თბილისში აცხადებენ, რომ უარს იტყვიან ევროკავშირის წევრობაზე, თუ ევროპელები გააგრძელებენ ქვეყნის საშინაო საქმეებში ჩარევას. მიზეზი მორიგი მოწოდებაა გაათავისუფლონ ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი. სხვა პრეტენზიებს აგენტების შესახებ კანონმდებლობაც დაემატა, - წერს დიდი სიხარულით რია ნოვისტი. გაგიკვირდებათ ამ პროპაგანდისტულ ოდას საფუძვლად უდევს ივანიშვილის ქართული ოცნების გენერალური მდივნის და თბილისის მერის კახი კალაძის ცნობილი განცხადება - სტატუსის თავისთვის დატოვების შესახებ. სააგენტო კალაძის ანუ მთლიანად ქართული ოცნების ცნობილ, ახლა უკვე ნამდვილად რუსულ ნარატივს ციტირებს. დროება იმაზე თუ როგორ გადაკეთდა 21 წლის შულავერის კომიტეტი - თებერვლის ღალატის კომიტეტად.


close დახურვა