logo
ENG



თეთრი სახლი: ბაიდენის ადმინისტრაციამ აშშ-ს კონგრესს უკრაინისთვის $38 მლრდ გამოყოფა სთხოვა

17 დეკ 202213:49
3 წუთის საკითხავი
 
2022/12/17/v9luz0lpsoqzmmf.jpg

აშშ-ს პრეზიდენტის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯეიკ სალივანი აცხადებს, რომ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ აშშ-ს კონგრესს უკრაინისთვის დამატებით 38 მილიარდი დოლარის გამოყოფა სთხოვა.

"ჩვენ ვიცით, რომ ჩვენი ამოცანაა გავაგრძელოთ სამხედრო მხარდაჭერა უკრაინის მიმართ, რათა ისინი საუკეთესო მდგომარეობაში იყვნენ ბრძოლის ველზე", - განაცხადა აშშ-ს პრეზიდენტის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში.

სალივანის თქმით, აშშ-ს პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ უკრაინამ დაიცვას თავისი სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა.

"სწორედ ამიტომ მან [ბაიდენმა] მიმართა კონგრესს, რათა უკრაინას დამატებით 38 მილიარდი დოლარის სამხედრო და ჰუმანიტარული დახმარება მიეწოდებინა", - თქვა სალივანმა.

გუშინ, აშშ-ს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს კომუნიკაციების კოორდინატორმა, ჯონ კირბიმ განაცხადა, რომ აშშ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს ამზადებს. კირბის თქმით, სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი დამატებით საჰაერო თავდაცვის სისტემებს მოიცავს. ამასთან, მან აღნიშნა, რომ რუსეთი ისევ ცდილობს უკრაინელებს შიში ჩაუნერგოს და ზამთრის პირობებში ცხოვრება გაართულოს.


close დახურვა