კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის თეთრი სახლის საკოორდინაციო ჯგუფის სამი წევრი ორ კვირიან კარანტინში იმყოფება. იზოლირებულთა შორისაა შეერთებული შტატების მთავარი ინფექციონისტი ენტონი ფაუჩი, ასევე დაავადების კონტროლისა და პრევენციის ცენტრის ხელმძღვანელი და საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაციის კომისარი.
გავრცელებული ცნობით, ყველა მათგანს კოვიდინფიცირებულთან ჰქონდა კონტაქტი. ამ დროისთვის ვირუსის ტესტზე სამივემ უარყოფითი პასუხი აჩვენა.
ერთ-ერთი პირი, ვისთანაც სამუშაო ჯგუფის წევრებს შეხება ჰქონდათ, კეტი მილერია: ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსის პრეს-მდივანი და დონალდ ტრამპის თანაშემწის მეუღლე. კორონავირუსი მას ორი დღის წინ დაუდასტურდა.