logo
ENG



თეთრი სახლის წარმომადგენელი: ბაიდენი G20-ის სამიტზე პუტინთან შეხვედრას არ აპირებს

28 ოქტ 202200:47
3 წუთის საკითხავი
 
თეთრი სახლის წარმომადგენელი: ბაიდენი G20-ის სამიტზე პუტინთან შეხვედრას არ აპირებს

აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს კომუნიკაციების კოორდინატორი ჯონ კირბი ამბობს, აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს G20-ის სამიტზე არ შეხვდება.

"პრეზიდენტმა ბაიდენმა თქვა, რომ არ აპირებს ვლადიმერ პუტინთან შეხვედრას", - თქვა თეთრი სახლის წარმომადგენელმა.

მისი თქმით, ვიზიტის დროს ბაიდენი ყურადღებას გაამახვილებს აშშ-ის საერთაშორისო ალიანსებისა და პარტნიორობის გაძლიერებაზე.

"პრეზიდენტი ამაყობს ჩვენი მუშაობით მსოფლიოში ალიანსებისა და პარტნიორობის გაძლიერების მიზნით, ამიტომ ვფიქრობ, რომ ის ამაზე გაამახვილებს ყურადღებას“, - აღნიშნა კირბიმ.

დიდი ოცეულის ქვეყნების სამიტი ინდონეზიაში, კუნძულ ბალიზე, 15-16 ნოემბერს გაიმართება. 

რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწე იური უშაკოვმა თქვა, რომ პრეზიდენტი პუტინი G20-ის სამიტზე დასწრებას აპირებს.

აღსანიშნავია, რომ აპრილის ბოლოს, ინდონეზიის პრეზიდენტმა, ჯოკო ვიდოდომ უკრაინა სამიტზე მიიწვია.

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა თქვა, რომ ვოლოდიმირ ზელენსკი G20-ის სამიტზე იმ შემთხვევაში წავა, თუ მას რუსეთის პრეზიდენტიც დაესწრება. 


close დახურვა