თემქაზე ზღვის დასახლებაში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, მსუბუქი ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ბოძს შეეჯახა. დაუზუსტებელი ინფორმაციით, მძღოლი ნასვამი იყო.
ავარიისას არავინ დაშავებულა. შსს-ს განცხადებით, საქმე აღძრულია 125-ე მუხლით, რაც გულისხმობს სატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიერ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევას. მძღოლს ადმინისტრაციული ჯარიმა დაეკისრება.