logo
ENG



თენგიზ ცერცვაძე: ამ დროისთვის ინფექციურში იმყოფება 19 პაციენტი

26 თებ 202023:28
3 წუთის საკითხავი
clock 749

"ამ მომენტისთვის ინფექციურში იმყოფება 19 პაციენტი",- ასე ეხმაურება ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო პრაქტიკული ცენტრის დირექტორი თენგიზ ცერცვაძე კორონავირუსის დადასტურების ფაქტს საქართველოში. 

მისი თქმით, 19 პაციენტიდან 17-ს უკვე ჩატარებული აქვს კორონავირუსზე ანალიზი. აქედან მხოლოდ ერთს დაუდასტურდა კორონავირუსი. ორი პაციენტი შემოვიდა ცოტა ხნის წინ და მათან ჩაუტარდებათ უახლოეს საათებში შესაბამისი ანალიზები.

"ვინც კორონავირუსით დაავადებულ ადამიანთან ერთად იყვნენ, ისინიც კონტროლის ქვეშ იქნებიან. თუმცა სავარაუდოდ, არ დაუდასტურდებათ ვირუსი, რადგან მათ ირანი 19 თებერვალს დატოვეს. რაც შეეხება იმ პაციენტებს, ვისაც კორონავირუსი არ დაუდასტურდათ და ახლა ჩვენთან იმყოფებიან, ისინი მოთავსდებიან კარანტინში",-აღნიშნა ცერცვაძემ. 


close დახურვა