ქვეყნის მთავარი ინფექციონისტი თენგიზ ცერცვაძე აცხადებს, რომ მოსახლეობას კორონავირუსთან კოჰაბიტაცია მოუწევს - თეგნიზ ცერცვაძის თქმით კოვიდ-19 არსად გაქრება და ქვეყანა მუდმივ საგანგებო რეჟიმში ვერ იცხოვრებს. ამისთვის კი გარკვეული პერიოდით ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რჩევების გათვალისწინებაა საჭირო. ინფექციონისტი ფიქრობს რომ სოციალური დისტანცის დაცვა და პირბადის ტარების ადამიანებს ყოველდღიურად მოუწევთ.
"როგორც პირი უჩანს, ეს ვირუსი ერთ დღეში არ გაქრება. მაგალითად, როგორც გრიპის ვირუსია ნოემბერ-დეკემბერში და მერე აღარ არის. უნდა მივაღწიოთ იმ დონეს, რომ როგორც გესმით, რომ ახლობელს თუ დაემართა ვირუსი, ეს არ გაგიკვრიდეთ და ამან პანიკა არ გამოიწვიოს. ის ადამაინი უბრალოდ მკურნალობს და დაუბრუნდება ოჯახს. ასეთ სტადიას უნდა მივაღწიოთ, როცა ვირუსი არ იქნება ასობით შემთხვევვის და იქნება ჩვენს გვერდით",-აცხადებს თენგიზ ცერცვაძე.
შეგახსენებთ, საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსის ინფიცირებულთა რაოდენაბ 425 ადამიანს შეადგენს.