მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი, იმუნოლოგი თენგიზ ცერცვაძე 76 წლის ასაკში გარდაიცვალა.
თენგიზ ცერცვაძე 1948 წლის 16 მარტს თბილისში დაიბადა. ის საქართველოში აივ/შიდსის სამსახურის ფუძემდებელი იყო, ასევე ნიუ-იორკის მეცნიერებათა აკადემიის წევრი 1992 წლიდან, ამერიკის ინფექციურ დაავადებათა საზოგადოების წევრი 1999 წლიდან. 1998 წელს ის ღირსების ორდენით დააჯილდოვეს, ხოლო 2019 წელს თენგიზ ცერცვაძე ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენის კავალერი გახდა.