logo
ENG



თენგიზ ცერცვაძეს კორონავირუსი დაუდასტურდა

17 ნოე 202010:53
3 წუთის საკითხავი
 
თენგიზ ცერცვაძეს კორონავირუსი დაუდასტურდა

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორს თენგიზ ცერცვაძეს კორონავირუსი დაუდასტურდა.

კლინიკის ცნობით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და სახლში მკურნალობს.

"კლინიკის გენერალურ დირექტორს, ბატონ თენგიზ ცერცვაძეს კორონავირუსი დაუდასტურდა. ლაბორატორიული კვლევის თანახმად, თენგიზ ცერცვაძე ინფიცირებულია. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. აღენიშნება მსუბუქი სიმპტომები. შესაბამისად, სტაციონარში ყოფნას არ საჭიროებს და ის სახლში მკურნალობს... მალე გამოჯანმრთელება ვუსურვოთ ბატონ თენგიზს..." - ნათქვამია კლინიკის განცხადებაში.

კორონავირუსი თენგიზ ცერცვაძის ცოლსაც დაუდასტურდა.

საქართველოში დღეს, 17 ნოემბერს კორონავირუსის 3 117 შემთხვევა გამოვლინდა, 3 638 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 45 გარდაიცვალა.


close დახურვა