მაღალი იერარქიის სასულიერო პირების განცხადებებთან დაკავშირებით გამოძიების დაწყებას ითხოვენ თეოლოგები, თუმცა, მათ ნაწილს არ სჯერა, რომ სამართალდამცველების მხრიდან რაიმე სახის რეაგირებაა მოსალოდნელი. სახელმწიფოსა და ეკლესიის ჩართულობის ნიშნებს ხედავენ თეოლოგები ე.წ. ციანიდის საქმეში.
"ამ საკითხით, პირველ რიგში, უნდა დაინტერესდნენ სამართალდამცავი სტრუქტურის წარმომადგენლები უნდა დაინტერესდნენ იმიტომ, რომ ბევრ ისეთ ამბავს ყვება იაკობი, რომელიც შეიცავს ანტიკონსტიტუციური შინაარსის მოქმედებას და შეიცავს მძიმე დანაშაულს. არანაირი მოლოდინი არ მაქვს იმასთან დაკავშირებით, რომ ივანიშვილის, ჩხარტიშვილის და გახარიას წინააღმდეგ, ვინმე გამოძიებას დაიწყებს. პატრიარქის მორალური პასუხისმგებლობაც არის, რა თქმა უნდა, ამ საკითხში, რომ აი ამ ტიპის საკადრო პოლიტიკა აწარმოა მთელი წლების განმავლობაში და ყველაზე უბირი, ყველაზე გაუნათლებელი, ყველაზე ამორალური ადამიანები აკურთხა მღვდლებად და ეპისკოპოსებად. მთელი სინოდის შემადგენლობის პასუხისმგებლობაა იმაზე რაც ახლა ხდება," - განაცხდა ბექა მინდიაშვილი.