თეოლოგმა გიორგი ტიგინაშვილმა გადაცემაში „პოლიტიკის ფორმულა“ განაცხადა, რომ საპატრიარქო საკუთარი პოლიტიკის ტყვეობაშია მოქცეული და არ შეუძლია ტაძრების დაკეტვა, რადგან მრევლის რისხვას დაიმსახურებს.
თეოლოგის განცხადებით, ეკლესია ხელისუფლებას საბოტაჟს უწყობს.
„საკმაოდ მჭიდრო დაახლოებული პირი ბრძანდება ის საპატრიარქოს სამდივნოსთან. ჩვენ ვიცით, რომ საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიას უნდა მართავდეს წმინდა სინოდი, მაგრამ რეალურად, მართავს სამდივნო. შესაბამისად, ეს კოლეგია ესწრებოდა კონფიდენციალურ შეხვედრას, სადაც ხელისუფლების მხრიდან იყო ხვეწნა-მუდარა, რომ საეკლესიო სივრცეში არ წარმოშობილიყო კლასტერი დამატებითი კერა, რომელიც ბევრად უფრო ფეთქებადსაშიში იქნება, რადგან მარხვის დღეეებში მოჭარბებული რაოდენობით ხდება მრევლის ტაძრებში მიდინება.
სასულიერო პირს, რომელსაც დაუდასტურდა კორონავირუსი თვენახევარი ინტენსიური კომუნიკაცია ჰქონდა მრევლთან. გაჩნდა იმის საშიშროება, რომ სამომავლო პერსპექტივაში ეს ყოფილიყო სტიქიური. მთავრობას ხელთ ჰქონდა უტყუარი არგუმენტი. როდესაც შედგა მოლაპარაკება თუ ერთი პრეცენდენტი დაიშვა, ამას შეიძლება მოჰყვეს ხუთი და ათი. იყო საუბარი, რომ აღდგომის ლიტურგია დილით ჩატარებულიყო. ეკლესია აწყობს საბოტაჟს და ხელისუფლებას უქმნის პრობლემებს.
თავად მთავრობაც ორმაგ სტანდარტს აჟღერებს. მორწმუნე მრევლი ხელშეუხებელია და რიგითი მოქალაქეები არ არიან? ჩვენ გვაქვს თეოკრატიის მიკრო მოდელი, რომელსაც ძალაუფლების ტკბობაში გამყარებული საქართველოს საპატრიარქო ეწევა. ეკლესია მრევლზე მანიპულირებითაა დაკავებული. საპატრიარქო თავად მოექცა საკუთარი პოლიტიკის მძევლად. მან უთხრა მთავრობას, რომ ვერ განმარტავთ ეკლესიის დახურვის მიზეზს და მრევლის რისხვას დავიმსახურებთო“, - განაცხადა ტიგინაშვილმა.