logo
ENG



თეოლოგი საპატრიარქოს დაფინასებაზე:როგორ შეიძლება სასულიერო პირი ასეთ მადაზე იყოს

08 მაი 202010:13
3 წუთის საკითხავი
clock 443

სასულიერო პირები საპარტიარქოს დაფინანსების გაზრდას ითხოვენ. "ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტის" ანგარიშის მიხედვით, 17 წლის განმავლობაში ბიუჯეტიდან საპატრიარქომ თითქმის 300 მილიონი ლარი მიიღო. საპატრიარქოსთვის გადაცემული უძრავი ქონება კი, ჯამში, 64 კვადრატულ კილომეტრ ფართობს მოიცავს.

ანგარიშში ვკითხულობთ, რომ 2013 წლიდან სახელმწიფო ბიუჯეტი საპატრიარქოს დაფინანსებისათვის სტაბილურად 25 მილიონს ითვალისწინებს,  სასულიერო პირები კი ამტკიცებენ, რომ ეკლესიას ვალები აქვს და ეს თანხა საკმარისი არ არის. "ფორმულა ნიუსთან" თეოლოგები რელიგიური ორგანიზაციები ამბობენ, რომ საპატრიაქროს დაფინანსების წესი უნდა გადაიხედოს. 

როგორც თეოლოგი გიორგი ტიგინაშვილი აცხადებს, სასულიერო პირები სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ მიმართულ განცხადებებს აკეთებენ.

„იმ ფონზე, როდესაც საზოგადოების 50%-ზე მეტი არის დაუსაქმებელი, შეჭირვებული, სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი და აბსოლუტურად უპერსპექტივო, როგორ შეიძლება სასულიერო პირი ასეთ მადაზე იყოს და ასეთ შეურაცხმყოფელ განცხადებებს აკეთებდეს?“, - განაცხადა ტიგინაშვილმა.

თეოლოგ თემურ გორგაძის თქმით, ხშირად არანაკლები დაფინანსება აქვთ ეპარქიებს რაიონული ბიუჯეტებიდან.

„ხშირ შემთხვევაში რაიონული ბიუჯეტიდან არანაკლები შემოსავალი მიდის ადგილობრივ ეპარქიებში, ვიდრე ცენტრალური ბიუჯეტიდან მიდის საპატრიარქოში. ეს ჩვეულებრივი ვაჭრობაა. ლოიალობას ყიდულობს საპატრიარქოსას ხელისუფლება. ნებისმიერმა ადამიანმა თავად უნდა გადაწყვიტოს თავის გადასახადის ნაწილს დაუთმობს თუ არა ეკლესიას“, - აცხადებს გორგაძე.

თეოლოგი ლადო ნარსია კი ფიქრობს, რომ საპატრიარქო განათლების ხარისხის ამაღლებისთვის თანხებს არ ხარჯავს.

„თუ ეკლესია საზოგადოების სიკეთეების შექმნაში მონაწილეობს, ჩვენ უნდა ვიცოდეთ თუ რა სიკეთეებია ეს. ასეთ შემთხვევაში სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს მხარდაჭერა ეკლესიის მიმართ. რაც შეეხება განათლებას, გვეუბნებიან, რომ 15 მილიონი იხარჯება განათლებისთვის - ეს არ არის განათლების ხარისხის ამაღლებისთვის დახარჯული თანხები. ეს არის თანხა, რომელიც კერძო პერსონალის ხელფასებს ხმარდება“, - აცხადებს ნარსია.



close დახურვა