logo
ENG



თეონა აქუბარდია წინასაარჩევნოდ გახარიას პარტიას შეუერთდა

29 აგვ 202414:03
3 წუთის საკითხავი
 
2024/08/29/w4rp3v23ocq1nb1.png

დამოუკიდებელი დეპუტატი თეონა აქუბარდია წინასაარჩევნოდ პარტიაში საქართველოსთვის გაერთიანდა. ეს პარტიის ლიდერმა გიორგი გახარიამ ბრიფინგზე თქვა.

როგორც მან აღნიშნა, 26 ოქტომბერს, არჩევნებში ისინი ერთად მიიღებენ მონაწილეობას.

"მინდა გაცნობოთ, რომ ქალბატონნი თეონა აქუბარდია შემოუერთდება წინასაარჩევნოდ ჩვენს გუნდს. ჩვენ ეს ძალიან გვიხარია, რადგან საყოველთაოდ ცნობილია მისი პროფესიონალიზმი. ის დიდი ხანია მუშაობს უსაფრთხოების სფეროში და ძალიან რეპუტაციული და გამოცდილი პროფესიონალია" - თქვა გახარიამ.


close დახურვა