logo
ENG



თეონა თამაზაშვილი: ბაჩანა ლობჟანიძე არის ჩანერგილი პიროვნება

06 აგვ 202012:10
3 წუთის საკითხავი
clock 915

ბაჩანა ლობჟანიძეზე სრული პასუხიმგებლობით ვაცხადებ, რომ ის არის ჩანერგილი პიროვნება, - ამის შესახებ განცხადებას გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის დედა აკეთებს. 

ბაჩალიაშვილის დედა პროკურატურასთან იმყოფება. თეონა თამაზაშვილი არ გამორიცხავს, რომ ბაჩანა შენგელია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ თამარ ბაჩალიაშვილთან სპეციალურად მიგზავნილი პიროვნებაა, რათა მას თამარი სახლიდან გაეტყუებინა.

„ბაჩანა ლობჟანიძეზე სრული პასუსხიმგებლობით ვაცხადებ, რომ ის არის ჩანერგილი პიროვნება. სპეციალურადაა მოგზავნილი. ყველაფერი არის ფოტოშოფი, მე არაფრის არ მჯერა. არ გამოვრიცხავ იმ ფაქტსაც, რომ ჩემი შვილი ბაჩანას მიერ იყოს გატყუებული სახლიდან. 

ელისო კილაძესაც უწერია ბაჩანაზე, რომ "შეყვარებული" გარდაცვლილი ჰყავდა და ბიძაშვილებთან ქეიფობდაო. რომელი ჭკუათმყოფელი შეყვარებული მოიქცევა ასე? ამან გამიმყარა ეჭვი და სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ შსს-ს მიერ იქნა მიგზავნილი ბაჩანა ლობჟანიძე, რომ გაეტყუებინა ჩემი შვილი სახლიდან. 

შინაგან საქმეთა სამინისტროში მე დავაყენე ბაჩანა ლობჟანიძის ფსიქიკური პრობლემების შესწავლის საკითხი და ამას გადავამოწმებთო", - აცხადებს თეონა თამაზაშვილი.


close დახურვა