logo
ENG



თერჯოლის მიტროპოლიტი 11 წლის ბიჭზე: თუ თავი მოიკლა, წესს ვერ ავუგებთ, ეს ღვთის გმობაა

29 აგვ 202015:05
3 წუთის საკითხავი
 
9qe4zhz83y19eq9.png

თერჯოლისა და ტყიბულის ეპარქიის მიტროპოლიტი მეუფე გიორგი შალამბერიძე აცხადებს, რომ თვითმკვლელობის ვერსიის დადასტურების შემთხვევაში, გარდაცვლილ 11 წლის ბიჭის წესს არ აუგებს. მიტროპოლიტის კომენტარს "ინტერპრესნიუსი" ავრცელებს. 

"არ ვიცი, ამის შესახებ ჩემთვის არ მოუმართავთ. აუცილებლად დავავალებ მამაოს ამ საკითხის გამოკვლევას, ვიმსჯელებთ, თუ ბავშვმა თავი მოიკლა, წესს ვერ ავუგებთ, გამორიცხულია, ეს ღვთის გმობაა. არ გვაქვს უფლება, ვერც გამონაკლისს დავუშვებთ, ღმერთს გამონაკლისები არ აქვს, ზუსტად მოქმედებს. ვერც მოზარდის შემთხვევაში...

11 წლის ბავშვი გაუაზრებელია? ჩვენ შეგვიძლია ცოდვები მივუტევოთ, სხვა მხრივ დაუშვებელია, გამონაკლისს ვუშვებთ ავადმყოფობის შემთხვევაში, თუ ექიმის ცნობა იქნება, სხვა მხრივ არა", - განაცხადა მეუფე გიორგიმ.

დღეს საპატრიარქოში "ფორმულას" განუცხადეს, რომ  თერჯოლაში გარდაცვლილი 11 წლის ბავშვისთვის წესის აგების საკითხზე ტყიბულისა და თერჯოლის ეპარქიამ უნდა იმსჯელოს. 

"გარემოებებს სჭირდება გარკვეული ანალიზი, თუ რა მოხდა იქ. 11 წლის ბავშვი, რთულია წარმოვიდგინოთ, რომ სრულად აცნობიერებდა გარემოებებს, რომელშიც ის მოხვდა. ყველა შემთხვევაში სამსჯელო საკითხია", - აცხადებს საპატრიარქოს პრესსპიკერი დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე "ფორმულასთან". 

11 წლის ბავშვი 23 აგვისტოს თავის საცხოვრებელი სახლის ეზოში მდგარ ხეზე თოკით ჩამომხრჩვალი იპოვეს.

გამოძიების ცნობით, ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფი მამა სისტემატურად ძალადობდა, აყენებდა შეურაცხყოფას და ემუქრებოდა თავის არასრულწლოვან შვილს. მათივე ინფორმაციით, მამის ქმედებების გამო არასრულწლოვანი შვილი მუდმივი შიშის ქვეშ ცხოვრობდა.

11 წლის ბიჭის გარდაცვალების საქმეზე გარდაცვლილის მამას ბრალი თვითმკვლელობამდე მიყვანისა და ოჯახში ძალადობის მუხლებით წარედგინა. მას სასამართლომ 26 აგვისტოს პატიმრობა შეუფარდა. 


close დახურვა