„დღეს კონგრესმენებს წერილი არ მოუწერიათ. სამაგიეროდ, ევროსაბჭომ რეზოლუცია მიიღო. ანუ, დღეს ამერიკა ისვენებს, ევროპის რიგი იყო ჩვენს გაკრიტიკებაში“,-აღნიშნული განცხადება მიშა მშვილდაძემ გადაცემაში „თითქმის ყოველდღე“ გააკეთა.
მშვილდაძემ გადაცემის მონოლიგში კვირის მნიშვნელოვან თემებზე ისაუბრა. გადაცემის წამყვანი ევროსაბჭოს რეზოლუციას გამოეხმაურა, მისი თქმით ევროსაბჭოს წევრები საქართველოს ისეთი საარჩევნო სისტემის მიღებისკენ მოუწოდებენ, რომელიც ყველას მოსწონს.
„ევროსაბჭოს საპარლამენტო რეზოლუციაში ვკითხულობთ: საპარლამენტო ასამბლეა საქართველოს მმართველ პარტიას მოუწოდებს, 2020 წლის არჩევნებამდე უზრუნველყოს ისეთი საარჩევნო სისტემა, რომელიც ყველა მხარის ნდობით და მხარდაჭერით ისარგებლებს.
ანუ, ყველას რომ მოსწონს ეგეთი საარჩევნო სისტემა მიიღეთო. ოპოზიციას რომ მოსწონს, ქართველ ხალხს რომ მოსწონს, ჩვენი ქვეყნის მეგობრებს რომ მოსწონთ და ბიძინასაც რომ მოსწონს, ეგეთი სისტემა ერთია მხოლოდ – პროპორციული.
ახლა ისღა დაგვრჩენია იმედი დავიტოვოთ, რომ საქართველოს თანადიქტატორები, დაჩი ბერაია და დიმიტრი ხუნდაძე ევროსაბჭოს რეზოლუციას მაინც გაითვალისწინებენ და ქართველ ხალხსა და ბიძინას პროპორციულ არჩევნებს გვაჩუქებენ“,-განაცხადა მიშა მშვილდაძემ.
წამყვანმა ასევე საკრებულოს წევრის, ერეკლე კუხიანიძის განცხადებაზეც ისაუბრა, რომელმაც განაცხადა, რომ პარტია ირაკლი კობახიძესაც უნდა დაეტოვებინა.
„მე რომ გამაგდეთ პარტიიდან, რატომ არ გააგდეთ კობახიძე, რომელმაც ხალხის მტერი დასვა სავარძელში? – განაცხადა კუხიანიძემ.
ძალიან უცნაური შემთხვევაა. ერეკლე კუხიანიძე ქართული ოცნებიდან სამართლიანად გარიცხეს, მაგრამ თავის მხრივ, ერეკლე კუხიანიძის მოთხოვნაც სამართლიანია – კობახიძეც გასარიცხია. ანუ, ერეკლე კუხიანიძეს უსამართლოდ მოექცნენ სამართლიანად. ქართული ოცნებამ რაღაც სამართლიანად გააკეთა და სამართლიან გადაწყვეტილებაშიც უსამართლობა ჩაიდინა“,-განაცხადა მიშა მშვილდაძემ.
გადაცემის წამყვანმა ასევე მსოფლიოში გავრცელებულ ვირუსის, თემაზეც ისაუბრა, მშვილდაძე გუდაურიდან თბილისის ინფექციურ საავადმოფოში გადაყვანილ ტურისტებზე ისაუბრა.
„გუდაურიდან თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში გადაყვანილ ტურისტებს კორონა ვირუსი არ დაუდგინდათ. სულ რაღაც ღორის გრიპი დაუდგინდათ. წლების წინ ეს ნიუსი საგანგაშო იქნებოდა. ახლა შვებით ამოვისუნთქეთ“,-განაცხადა მშვილდაძემ.
მშვილდაძემ მონოლოგში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გამოხმაურებაზეც ისაუბრა, კორონა ვირუსთან დაკავშირებით.
„მიხეილ სააკაშვილი რის მიხეილ სააკაშვილი იქნებოდა კორონა ვირუსთან დაკავშირებითაც რომ არ დაეფიქსირებინა საკუთარი პოზიცია.
ჩინეთის არც ერთი მოქალაქე საქართველოში ფეხს არ უნდა ადგამდეს, განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
ეს განცხადება ჰო ქსენოფობიურია, მაგრამ ქსენოფობიაც არის და ქსენობობიაც. ეს მილიარდნახევრიანი ქსენოფობიაა, დედამიწის მოსახლეობის მეხუთედს ეხება“,-განაცხადა მშვილდაძემ.
გადაცემის წამყვანმა ასევე ისაუბრა ზურაბიშვილის განცხადებაზე, რომელმაც განაცხადა, რომ რუსეთის დეპუტატს სერგეი ლავროვს საქართველოში შემოუშვებს.
„კორონავირუსზე რომ უნდა შევამოწმოთ ხალხი, ამაზე კი ვთანხმდებით ყველანი, მაგრამ არანაკლები კორონავირუსი, სერგეი ლავროვი შემოვუშვათ თუ არა საქართველოში, ამაზე ჯერ ვერ შეთანხმდით.
სალომე ზურაბიშვილმა გვერდს ავუვლით ოკუპაციის შესახებ კანონს და შემოვუშვებთ რუსეთის დელეგაციასო, გიორგი გახარიამ კანონს ვერავინ აუვლის გვერდსო, იკაცა ჯიგარმა, რომლის შსს მინისტრობისას ზუსტად იგივე კანონის გვერდის ავლით მთლად გავრილოვი შემოვიდა საქართველოში და პარლამენტის თავჯდომარის სკამში ჩაჯდა - თუმცა საგანგაშო სიმპტომია მეგობრებო, როდესაც ქვეყნის პრეზიდენტი და პრემიერი ღიად განიხილავენ კანონის გვერდის ავლით რაღაცების ჩალიჩს - აესე ღიად განიხილავენ კრიმინალის ჩადენა-არჩადენას - კარგი ისაა, რომ ჯერჯერობით ვერ თანხმდებიან“,-განაცხადა მიშა მშვილდაძემ.
რაც შეეხება სტუმრის ნაწილს, გადაცემა „თითქმის ყოველდღე“ სტუმრები გადაცემის სცენარისტები იყვნენ.