logo
ENG



თსუ-ის აკადემიური პერსონალი ოცნების ანტიევროპულ გადაწყვეტილებას ემიჯნება

01 დეკ 202409:31
3 წუთის საკითხავი
 
2024/12/01/lcz6i13jvjyq28c.jpg

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალი განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ კონსტიტუციისა და ევროკავშირში ინტეგრაციის კურსის ღალატის ნებისმიერ მცდელობას ემიჯნება.

ამასთან, ისინი თსუ-ის აკადემიურ საბჭოს შესაბამისი განცხადების გაკეთებისკენ მოუწოდებენ.

"კატეგორიულად ვემიჯნებით საქართველოს კონსტიტუციისა და ევროკავშირში ინტეგრაციის კურსის ღალატის ნებისმიერ მცდელობას.

ვგმობთ სამართლიანი და მშვიდობიანი პროტესტის ძალისმიერი ჩახშობის ყველა გამოვლინებას.

მოვუწოდებთ თსუ-ის აკადემიურ საბჭოს, გააკეთოს შესაბამისი განცხადება", - ვკითხულობთ განცხადებაში.

***

საპროტესტო აქცია გრძელდება - მომიტინგეები თსუ-ის პირველ კორპუსთან იმყოფებიან. გადაკეტილია გზა და ადგილზე იმყოფებიან პოლიტიკური ლიდერებიც.

საპოლიციო ძალებმა დილის 7 საათიდან რუსთაველის გამზირის დემონსტრანტებისგან გაწმენდა დაიწყეს. მოქალაქეებმა ჯერ რესპუბლიკის მოედანზე გადაინაცვლეს, შემდეგ კი ფილარმონიასთან, საიდანაც თსუ-ისკენ დაიძრნენ.

სპეცრაზმმა აქციის მონაწილეების წინააღმდეგ რამდენჯერმე გამოიყენა წყლის ჭავლი და ე.წ. გაზის კაფსულები. აქციაზე რამდენიმე ადამიანი დააკავეს.

 

 


close დახურვა