logo
ENG



თსუ-ის სტუდენტი: დამიკავშირდა განათლების მინისტრის მოადგილე, დამიბარა სამინისტროში

14 მარ 202313:04
3 წუთის საკითხავი
 

თსუ-ის სტუდენტის, ლუკა შველიძის თქმით, მას განათლების მინისტრის მოადგილე, ნანუკა მიცკევიჩი დაუკავშირდა და უთხრა, რომ მის სახელზე სამინისტროში დაშვებული არის საშვი და დღეს, 2 საათზე სტუდენტს სამინისტროში ელოდებიან.

"არა რუსეთს!" - ამ შეძახილებით დახვდნენ გუშინ, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები ლექტორს, ელიზბარ ელიზბარაშვილს, რომელიც ანტიდასავლური განწყობებით გამოირჩევა. ის პრორუსული ალტ-ინფოს ხშირი სტუმარია.

"ბატონი ელიზბარი გვეუბნებოდა იმას, რომ დაგვიბარებდნენ იქ სადაც საჭირო იქნებოდა. გვიჩიოდა უსაფუძვლო მუხლით, მისი თქმით, სისხლის სამართლის 168-ე მუხლით, რომელშიც წერია, რომ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაში ხელის შეშლა. [...] ნანუკა მიცკევიჩმა მითხრა, რომ ჩემზე საშვი იყო დაშვებული და დაბარებული ვიყავი განათლების სამინისტროში და დღეს 2 საათზე ვაპირებ მისვლას აუცილებლად, რადგან მაინტერესებს რისთვის მიბარებენ, კონკრეტულად მე, სტუდენტს და არა მაგალითად ვინმე უნივერსიტეტის წარმომადგენელს, რექტორს ან თვითონ ლექტორს რატომ არ იბარებენ და პირდაპირ მე რატო მიბარებენ."- აცხადებს ფორმულასთან ლუკა შველიძე.

* * *
როგორც სტუდენტები ამბობენ, ელიზბარ ელიზბარაშვილი ლექციების დროს ცდილობს, გაატაროს კრემლის პროპაგანდა. მათი თქმით, პრორუსული განწყობებისა და განცხადებების ავტორმა ლექტორებმა დისკომფორტი უნდა იგრძნონ.

სტუდენტები აცხადებენ, რომ ამის საშუალებას არ მისცემენ და მოუწოდებენ უნივერსიტეტის ხელმძღვანელობას, მიიღონ შესაბამისი გადაწყვეტილება და ლექტორები, რომლებსაც აქვთ ანტიდასავლური და პრორუსული მიზნებით, გაათავისუფლონ საუნივერსიტეტო სივრციდან.


close დახურვა