logo
ENG



თსუ-ში სტუდენტები რექტორის არჩევნებს აპროტესტებენ

27 დეკ 202210:03
3 წუთის საკითხავი
 

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტები აპროტესტებენ რექტორის არჩევნებს, სადაც ერთადერთი კანდიდატი კვლავ ჯაბა სამუშიაა. მაისის სტუდენტი მოძრაობის შეფასებით, კანდიდატი წინასწარ იყო ცნობილი და რომ "რექტორს ირჩევს საუნივერსიტეტო ელიტა" და არა აკადემიური სივრცე.

ახალი რექტორის არჩევნებამდე საათებით ადრე "მაისის სტუდენტური მოძრაობის" წევრები იმ აუდიტორიის კარის დაკეტვას შეეცადნენ, სადაც მათივე შეფასებით, არადემოკრატიული არჩევნები უნდა გაიმართოს. იყო ხმაურიც. სტუდენტების თქმით, სწორედ ამ დროს მათზე უნივერსიტეტის უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა გიორგი გორაშვილმა ფიზიკურად იძალადა და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

"აკადემიური საბჭო უნდა დაიშალოს და რექტორის არჩევის პრივილეგია უნდა გადავიდეს პროფესორების ხელში. შესაბამისად ყველა პროფესორი უნდა იყოს ჩართული არჩევნებში და მათი გადაწყვეტილებით უნდა ირჩეოდეს ახალ რექტორი", - აცხადებს პროტესტის ერთ-ერთი მონაწილე სტუდენტი.


close დახურვა