პარტია ,,ევროპული საქართველოს" საკრებულოს მაჟორიტარმა კანდიდატმა მალხაზ მელაშვილმა ხმა 25-ე საარჩევნო უბანზე მისცა. მელაშვილი ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის აფენის თემში იყრის კენჭს. კანდიდატის განცხადებით, მას მოსახლეობის მხარდაჭერისა და გამარჯვების იმედი აქვს.
„ხმა მივეცი ერთიან საქართველოს გამარჯვებისთვის, რა თქმა უნდა, პრობლემების მოგვარებისთვის. იმ შემთხვევაში, თუ ჩემი ხალხი მე ამირჩევს, მე მათ პრობლემებს მოვაგვარებ, მჯერა მათი და მაქვს სურვილი რომ მათთან ვიყო“, - განაცხადა მალხაზ მელაშვილმა.
დამკვირვებლის თქმით, საარჩევნო უბანზე დაახლოებით 4229 ამომრჩეველია დაფიქსირებული, ხოლო გადასატანი ყუთით ამომრჩევლის 3% სარგებლობს.