ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა აცხადებს, რომ მას და ხელისუფლებას 20 ივნისის მოვლენები ბევრჯერ შეუფასებიათ პროვოკაციად და ეკონომიკის მინისტრი დღესაც იგივეს ფიქრობს. თურნავას მტკიცებით, სწორედ 20 ივნისიის მოვლენებმა დააზარალა ქართული ეკონომიკა და ტურიზმი.
„20 ივნისის მოვლენები არაერთხელ შეგვიფასებია, როგორც პროვოკაცია, რომელსაც ძალიან მძიმე შედეგები მოჰყვა ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისა და ტურიზმისთვის," - განუცხადა თურნავამ ჟურნალისტებს.
შეგახსნებთ რომ 20 ივნის ხელისუფლებამ რუსთაველის გამზირზე ანტისაოკუპაციო მშვიდობიანი მომიტინგეები ცრემლმდენი გაზითა და რეზინის ტყვიებით დაშალა. დაშავდა 200 მდე მომიტინგე, მათ შორის 10 ადამიანი მძიმედ, რამდენიმემ მხედველობა, 2-მა ახალგაზრდამ კი თვალი დაკარგა.