logo
ENG



თურნავა: დარგებისა ჩაკეტვა, ტურიზმის შეჩერება ამ ზაფხულის სეზონზე დიდ დარტყმას გამოიწვევს

10 აგვ 202117:14
3 წუთის საკითხავი
 
თურნავა: დარგებისა ჩაკეტვა, ტურიზმის შეჩერება ამ ზაფხულის სეზონზე დიდ დარტყმას გამოიწვევს

ჩვენ განვიხილეთ ძალიან დეტალურად ყველა შესაძლებლობა. კვლავაც ვჯერდებით იმაზე, რომ დარგების ჩაკეტვა, საზღვრების ჩაკეტვა, ტურიზმის შეჩერება, სარესტორნო-სასტუმროს ბიზნესის გაჩერება, ამ ზაფხულის სეზონზე გამოიწვევს ძალიან დიდ დარტყმას ძირითადად ცალკეულ ოჯახებზე, ვინც ჩაბმულია ამ საქმიანობაში და ეს არის ისეთი დარგები, რომელიც ასაქმებს ძალიან ბევრ ადამიანს. ეს დაარტყამს ჩვენს ეკონომიკას, რომელმაც სულ ახლახან დაიწყო გამოცოცხლება. ეს ხომ ჩვენი ადამიანის დასაქმებაა, ეს ხომ ადამიანების შემოსავლებია. ჩვენს ბიუჯეტს აღარ აქვს იმის შესაძლებლობა, ჩვენზე უფრო მდიდარ ქვეყნებს აღარ აქვთ შესაძლებლობა, რომ მეორე, მესამე წელს სუბსიდია განახორციელოს, შეინახოს ოჯახები. ეს წარმოუდგენელია. აქედან გამომდინარე, არის საშუალება დღეს ეკონომიკამაც იფუნქციონიროს, ყველა აიცრას მაქსიმალურად და შესაბამისად, ეს პრობლემაც ასე იქნება გადატეხილი. ამას აკეთებს მთლიანად მსოფლიო და ამას ვაკეთებთ ჩვენ.


close დახურვა