logo
ENG



თურნავა: თუ 24-ში ბიზნესი გაიხსნება, არავის ეგონოს, რომ ეს იქნება ჩვეულებრივი შოპინგი

21 დეკ 202015:46
3 წუთის საკითხავი
 

ეკონომიკის მინისტრობის კანდიდატის, ნათია თურნავას თქმით, მთავრობაში ისევ მსჯელობენ, გახსნან თუ არა 24 დეკემბერს მაღაზიები, თუმცა იგი ასევე ამატებს, რომ თუ ასე მოხდა, ეს არ იქნება ჩვეულებრივი წინასაახალწლო შოპინგი. 

"უნდა მივიღოთ დაბალანსებული გადაწყვეტილება. რისკები არის საკმაოდ მაღალი, ამიტომ ჩვენ დამატებითი დრო დაგვჭირდება საბოლოო გადაწყვეტილებისთვის. 

იმ შემთხვევაშიც კი, თუკი მოხდა გარკვეული ლიბერალიზაცია, არავის ეგონოს, რომ ეს იქნება ჩვეულებრივი წინასაახალწლო შოპინგი, არავითარ შემთხვევაში, თუკი ასეთი გადაწყვეტილება იქნება, ეს იქნება, ძალიან განსაკუთრებული უსაფრთხოების ზომებით", - განმარტავს ნათია თურნავა. 

ბიზნესსექტორმა ჯერ არ იცის, გაიხსნება თუ არა სავაჭრო ცენტრები 24 დეკემბერს. შეზღუდვების დაწესებისას მთავრობა ბიზნესს წინასაახალწლოდ მუშაობის განახლებას დაპირდა, თუმცა ეპიდემიოლოგების თქმით, ეს კიდევ უფრო გააუარესებს ვირუსის გავრცელების მხრივ ვითარებას და გაზრდის დაინფიცირების სტატისტიკას.


close დახურვა