![2021/02/25/u15mh3bpbwbyo2w.jpeg](/uploads_script3/articles/2021/02/25/u15mh3bpbwbyo2w.jpeg)
ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ საქართველოს რკინიგზა ორ დღეში განაახლებს მუშაობას.
"დღეიდან საქალაქთაშორისო ტრანსპორტი გაიხსნა. საქართველოს რკინიგზაც ორ დღეში, პრაქტიკულად, განაახლებს [მუშაობას]. გარკვეული 1-2 დღიანი მომზადება დასჭირდა და განაახლებს მარშრუტებს და განრიგს გამოაცხადებს. მთავარია ეს დადებითი ტალღა შენარჩუნდეს", - განაცხადა თურნავამ.
საქართველოს მთავრობის საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ქვეყანაში კორონავირუსთან დაკავშირებული რეგულაციების ნაწილი დღეიდან, 25 თებერვლიდან ეტაპობრივად შემსუბუქდება.