ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას თქმით, Inter Rao-ს შემთხვევა კიდევ ერთხელ მიანიშნებს რამდენად მნიშვნელოვანია ენერგოდამოუკიდებლობა.
სტოკჰოლმის საარბიტრაჟო ტრიბუნალმა საქართველოს Inter Rao-ს სასარგებლოდ 80,5 მილიონის გადახდა დააკისრა, რაც საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ გაასაჩივრა, საკითხზე სამართლებრივი დავა კი გრძელდება. საქართველოს მთავრობა მიიჩნევს, რომ 2014 წელს ტარიფები სწორად იქნა განსაზღვრული.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის განცხადებით, სწორედ საქართველოს ენერგეტიკული დამოუკიდებლობაა იმის გარანტი, რომ ნებისმიერი სხვა ქვეყნის ნება-სურვილზე ნაკლებად ვიყოთ დამოკიდებულები.
"ეს შემთხვევა კიდევ ერთხელ მიგვანიშნებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია საქართველოსთვის, მივაღწიოთ ენერგეტიკულ დამოუკიდებლობას და განვავითაროთ საკუთარი ენერგოგენერაციის წყაროები", - აღნიშნა თურნავამ.
Inter Rao-სთან დავა 2017 წელს დაიწყო. კომპანია 2 ქართულ ჰიდროელექტროსადგურს ფლობს, რომელსაც, თავის მხრივ, ეკუთვნის ენერგეტიკული კომპანია თელასის 75%. მოსარჩელეები საქართველოს ხელისუფლებისგან ლარის გაუფასურებით მიყენებული ზარალის ანაზღურების ითხოვდნენ. საქმე ეხებოდა ტარიფების საკითხს. საქართველოს ხელისუფლება კი მაშინაც და ახლაც მიიჩნევს, რომ ტარიფები სწორად იყო განსაზღვრული.