logo
ENG



თურნავა ეკონომიკის შემცირებაზე: ეს სტატისტიკა იყო მოსალოდნელი

30 ივნ 202014:05
3 წუთის საკითხავი
 

ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სააგენტოს მიერ გამოქვეყნებულ მონაცმეებს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ აპრილის თვესთან შედარებით, მაისში ნაკლები შემცირებაა. თურნავას თქმით, მსგავსი სტატისტიკა მოსალოდნელი იყო.

„აპრილის თვეში ეკონომიკური ზრდა შემცირდა 16,5%-ით, მაისში ნაკლები შემცირებაა – 13,5%. მთავარი ფაქტორი არის, რომ მაისის ბოლო დეკადა უკვე აღარ იყო საგანგებო მდგომარეობა და გარკვეული ბიზნეს საქმიანობები იყო უკვე დაწყებული. ზოგადად, ეს სტატისტიკა იყო მოსალოდნელი. პირველ რიგში,  მთავარი არის, რომ აპრილი, მაისი ჩვენ მაინც საგანგებო რეჟიმში ვიმყოფებოდით და სრულიად შეგნებულად გვქონდა შეჩერებული ბიზნესაქტივობა, ადამიანების მობილობა, რამაც მოგვცა შესაძლებლობა, გადავრჩენილიყავით პრაქტიკულად და არ გაგვემეორებინა ის ნეგატიური ტენდენციები, რაც ბევრ სხვა სახელმწიფოში მოხდა სამწუხაროდ და შეგვენარჩუნებინა დადებითი, კეთილსაიმედო ეპიდემიოლოგიური ვითარება.

აქედან გამომდინარე, უნდა დავაკვირდეთ შემდეგი თვეების სტატისტიკას, სადაც უკვე პრაქტიკულად, ბიზნესაქტივობა მეტ-ნაკლებად ამოქმედებული იქნება და ამას ასახავს უკვე შემდეგი თვეების – ივნისის, ივლისის სტატისტიკა. რა თქმა უნდა, ველოდებით, რომ კვლავდაკვლავ იქნება ნეგატიური დინამიკა, ეს ყველამ კარგად ვიცით, წლის ბოლომდე -4, -5%“, - აღნიშნა თურნავამ.

2020 წლის მაისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის კლებამ 13.5% შეადგინა - სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა მაისის თვის ეკონომიკური ზრდის წინასწარი შეფასება გამოაქვეყნა.


close დახურვა