logo
ENG



თურქეთის პრეზიდენტი ქურთულ დაჯგუფებებს ულტიმატუმს უყენებს

16 ოქტ 201918:15
3 წუთის საკითხავი
 
15mxpf3sj5j2wwa.jpg

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი ქურთულ დაჯგუფებებს ულტიმატუმს უყენებს.

თუ ისინი იარაღს დაყრიან და დღის ბოლომდე სირიის ჩრდილოეთ რაიონებს დატოვებენ, სამხედრო მოქმედებები შეწყდება.

თურქეთის ლიდერმა ისიც აღნიშნა, რომ მოლაპარაკებას მხოლოდ დონალდ ტრამპთან გამართავს და ის არც მაიკ პენსს და არც მაიკ პომპეოს შეხვდება, რომლებიც ანკარაში დღეს ჩადიან.

პარალელურად სირიის სამთავრობო ძალები ქურთების კიდევ ერთ ქალაქში-რაქაში შევიდნენ. მანამდე კი მანბიჯი დაიკავეს, სადაც უკვე მათი მხარდამჭერი რუსი სამხედროები პატრულირებენ.

 

 


close დახურვა