logo
ENG



თურქეთის საპრეზიდენტო არჩევნებში ხმების 2%-ზე ნაკლები დარჩა დასათვლელი

15 მაი 202309:40
3 წუთის საკითხავი
 
2023/05/15/fblqwugsn350cmo.png
Getty Images

თურქეთის საპრეზიდენტო არჩევნებში, ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, ხმების 2%-ზე ნაკლებია დარჩენილი დასათვლელი.

ჯერ არცერთ კანდიდატს არ მოუპოვებია პირველი ტურში გამარჯვებისთვის საჭირო 50%. თუ მონაცემები არ შეიცვლება, გამარჯვებული 28 მაისს მეორე ტურში გამოვლინდება.

ბიულეტენების 98,82%-ის დათვლის შემდეგ ერდოღანი ხმების 49,35%-ს იღებს. მისი მთავარი კონკურენტია ქემალ ქილიჩდაროღლუს, ექვსპარტიული ოპოზიციური ეროვნული ალიანსის კანდიდატს, 45% აქვს.

14 მაისს თურქეთში საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები გაიმართა. თურქეთის ისტორიაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი არჩევნები გადაწყვეტს, დარჩება თუ არა რეჯეფ თაიფ ერდოღანი 20-წლიანი მმართველობის შემდეგ ხელისუფლებაში.


close დახურვა