logo
ENG



თურქეთის ტურიზმის განვითარების სააგენტომ ჟურნალისტებისთვის მედიატური მოაწყო

16 აგვ 202411:56
3 წუთის საკითხავი
 
2024/08/16/pb5cca8dr6il0lq.jpg

თურქეთის ტურიზმის განვითარების სააგენტომ საქართველოდან და აზერბაიჯანიდან ჟურნალისტებს ქალაქ გირესუნსა და ორდუში უმასპინძლა. აღნიშნული ქალაქები თურქეთისთვის მნიშვნელოვანია როგორც კულტურული და სანახაობრივი ადგილებით, ასევე ეკონომიკური განვითარებისთვის.

ქალაქი გირუსენი გამორჩეულია თანამედროვე სამოქალაქო არქიტექტურით, ასევე ძველი მეჩეთებით, სამარხებითა და ეკლესია-მონასტრებით. ქალაქის ციხე კი თითქმის 2 საუკუნისაა. ბორცვზე მდებარე ნაგებობა, შავი ზღვის სანაპირო, ზღვაში კუნძული და გირუსენის მშვენიერი ხედები ვიზიტორებისთვის განსაკუთრებულ სანახაობას ქმნის. ქალაქის ღირსშესანიშნაობაში შედის კუზალანის (Kuzalan Şelaleri) ჩანჩქერი, რომლის სიმაღლე დაახლოებით 20 მეტრია და უნიკალური ფირუზისცერი შეფერილობისაა. 

ასევე მავის ტბა (Mavi Göl) აღმოსავლეთ შავი ზღვის რეგიონში ერთადერთ ადგილად ითვლება, სადაც გაზიანი წყალი ჩაედინება. სამი დიდი და პატარა ტბისგან შემდგარი მავის ტბა კირქვისა და გაზიანი წყლის გამო ფირუზის ფერს იძენს. ტბის გზის გაყოლებაზე კი ტრავერტინების მონახულებაცაა შესაძლებელი, რომელიც ფირუზისფერი და თეთრი ფერის ტბორებითაა წარმოდგენილი და რომელსაც ადგილობრივები სამკურნალო მიზნებისთვისაც იყენებენ. 

ორივე ქალაქისთვის ძირითადი ეკონომიკური დანიშნულება თხილის წარმოებაა. თხილის ექსპორტი მსოფლიოს თხილის ბაზრის 70-80%-ია. მედიის წარმომადგენლებმა თხილის რეალიზაციის, დახარისხებისა და შემდგომ მათი სხვადასხვა პროდუქტებში გამოყენების პროცესიც დაათვალიერეს.

თურქეთის ტურიზმის განთვითარების სააგენტო მედიის წარმომადგენლებისთვის ტურებს პერმანენტულად აწყობს, მიუხედავად თურქეთისადმი, როგორც ტურისტული ჰაბისადმი დიდი ინტერესისა, რასაც ვიზიტორების სტატისტიკაც ადასტურებს, მათი მიზანი თურქეთის პროვინციებისა, თუ პატარა ქალაქების შესახებ ინფორმაციის გავრცელება და მათი პოლულარიზაციის ხელშეწყობაა.


close დახურვა