logo
ENG



თურქეთმა აისისის წევრების დეპორტაცია დაიწყო

11 ნოე 201913:56
3 წუთის საკითხავი
 
nh7iceqbutt2a55.png

თურქეთმა აისისის წევრების დეპორტაცია დაიწყო. თურქული მედიის ინფორმაციით ქვეყნიდან უკვე გააძევეს ერთი ტერორისტი, რომელიც ამერიკელია. დღესვე დაატოვებინებენ ქვეყანას აისისის კიდევ ორ წევრს. ერთი გერმანიიდან, მეორე კი დანიიდანაა. ამ კვირაში თურქეთიდან კიდევ 7 გერმანელი ტერორისტის დეპორტაცია განხორციელდება. მანამდე ისინი სპეციალურ ცენტრებში დარჩებიან. აისისის წევრთა გაძევების შესახებ თურქეთის შინაგან მინისტრმა გასულ კვირას განაცხადა. მისი თქმით ყველა ტერორისტი დაუბრუნდება იმ ქვეყანას, საიდანაც ახლო აღმოსავლეთში აღმოჩნდა. 


close დახურვა