33 თურქი სამხედროს მკვლელობის შემდეგ თურქეთის ხელისუფლებამ საზღვრისპირა რეგიონში დამატებით სამხედრო ტექნიკა გაგზავნა. საპასუხო იერიშების დროს არმიამ სირიის სამთავრობო ძალების 60-მდე ჯარისკაცი მოკლა, ასადის რეჟიმის საარტილერიო შეტევას ერთი თურქი სამხედროც ემსხვერპლა. იდლიბში ვითარების ესკალაცია გაეროს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომაზე განიხილეს.
გენერალურმა მდივნმა მხარეებს ცეცხლის დაუყოვნებლის შეწყვეტისკენ მოუწოდა და განაცხადა, რომ სიტუაცია კონტროლს თითქმის აღარ ექვემდებარება. თურქ სამხედროებზე თავდასხმის შემდეგ, ოფიციალურმა ანკარამ ქვეყანაში მყოფ დევნილებს ევროპისკენ გზაც გაუხსნა. საბერძნეთის პოლიციამ მათ შესაჩერებლად საზღვარზე ცრემლმდენი აირი გამოიყენა. საბერძნეთის გარდა, საზღვარზე უსაფრთხოება ბულგარეთმაც გააძლიერა.