თურქეთმა შიდა წარმოების პირველი ელექტრომობილი წარადგინა. პრეზენტაცია ქალაქ გებზეში გაიმართა. ცერემონიას ქვეყნის პრეზიდენტიც ესწრებოდა. რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა ელექტრომობილი პირადად გამოსცადა. თურქეთი ახალი მანქანის სერიულ წარმოებასაც გეგმავს. პროექტი 13 წელზეა გათვლილი, მისი ინვესტიცია კი თითქმის 4 მილიარდ დოლარს შეადგენს. თურქეთში ახალი ელექტრომობილის გაყიდვა 2022 წლიდან დაიწყება.
თურქეთმა შიდა წარმოების პირველი ელექტრომობილი წარადგინა
28 დეკ 201912:33
3 წუთის საკითხავი