თურქეთში კორონავირუსის შედეგად გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრის ინფორმაციით, კოვიდ 19-ით დაინფიცირებული პაციენტი 89 წლის იყო. მისი თქმით, ხანდაზმული იმ ადამიანისგან დაინფიცირდა, რომელსაც ჩინეთთან ჰქონდა კონტაქტი.
გამოვლინდა 51 ახალი შემთხვევაც, რითაც ვირუსით დაინფიცირეულთა რაოდენობა მთლიანობაში 98-მდე გაიზარდა.