თურქეთში, ესქიშეჰირის პროვინციაში, სამხედრო ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად ხუთი სამხედრო დაიღუპა. შემთხვევა სასწავლო ფრენის დროს მოხდა.
თურქეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საჰაერო ძალების კუთვნილი AS-532 ტიპის ვერტმფრენი აფრენის შემდეგ ჩამოვარდა. უწყების ცნობით, ბორტზე მყოფი ხუთივე სამხედრო დაიღუპა.
ვერტმფრენი პროვინციის თეფებაშის რაიონში, სოფელ იორიუქაქჩაირის მახლობლად, ქალაქის ცენტრიდან დაახლოებით 25 კილომეტრში ჩამოვარდა. შემთხვევის მიზეზი ამ დროისთვის უცნობია.
ადგილზე მობილიზებული იყვნენ სახანძრო და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ჯგუფები. მიმდინარეობს შემთხვევის ადგილის დათვალიერება და გამოძიება.
