logo
ENG



თურქეთში ქალი ნანგრევებიდან ფოტოს აქვეყნებს და დახმარებას ითხოვს

06 თებ 202311:38
3 წუთის საკითხავი
 
2023/02/06/vw7fps1uvjh9itw.jpg

"გადამარჩინეთ" - ამ წარწერით თურქეთში ქალმა ნანგრევებიდან ფოტო გაავრცელა. მომხმარებელმა დახმარება Twitter-ის იმ პოსტის კომენტარებში ითხოვა, სადაც თურქი მომღერალი მიწისძვრის შესახებ წერს.

Reuters-ის ინფორმაციით, თურქეთსა და სირიაში ძლიერ მიწისძვრას 500-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. სირიის ჯანდაცვის ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ იქ 230-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა და 600-მდე დაშავდა.

თურქეთის ვიცე-პრეზიდენტმა ფუატ ოქტაიმ განაცხადა, რომ 284 ადამიანი დაიღუპა და 2 323 დაშავდა. გამოცხადდა "მე-4 დონის განგაში", რომელიც საერთაშორისო დახმარებას მოითხოვს.

აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის ცნობით, 7,8 მაგნიტუდის მიწისძვრა ადგილობრივი დროით 04:17 წუთზე 17,9 კილომეტრის სიღრმეზე თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთით, სირიის საზღვართან , ქალაქ გაზიანტეპთან მოხდა.

რამდენიმე შენობა ჩამოინგრა, გადარჩენილებს კი ნანგრევების ქვეშ ეძებენ.
თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა სულეიმან სოილუმ განაცხადა, რომ დაზარალდა 10 ქალაქი: გაზიანთეპი, კაჰრამანმარასი, ჰატაი, ოსმანიე, ადიამანი, მალატია, შანლიურფა, ადანა, დიარბაკირი და კილისი.


close დახურვა