logo
ENG



თურქეთში ქურდობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქეები დააკავეს

04 მარ 202013:30
3 წუთის საკითხავი
 
43i827hfvt1khc8.jpg

თურქეთში, ქურდობის ბრალდებით საქართველოსა და აზერბაიჯანის მოქალაქეები დააკავეს. თურქეთის პოლიციის ცნობით, ბრალდებულებმა ქალაქ იზმირში, 24 თებერვლიდან 1-ელ მარტამდე პერიოდში, სავაჭრო ცენტრებიდან 100 ათასი ლირის ოდენობის ტანსაცმელი და აქსესუარები მოიპარეს. მოპარული ნივთები სამართალდამცველებმა დაკავებულების სახლების ჩხრეკისას ამოიღეს.

სპეცოპერაცია 2 მარტს  ჩატარდა. ჯამში 6 ადამიანია დაკავებული. საქმეზე სასამართლო პროცესი გუშინ გაიმართა და ბრალდებულებს წინასწარი პატიმრობა შეეფარდათ. 


close დახურვა