თურქეთში საქართველოს საელჩოს ინფორმაციით, 1-ლი ივნისიდან თურქეთში საჰაერო, სახმელეთო და საზღვაო გზით შემსვლელებისთვის კორონავირუსის ვაქცინაციის და PCR ტესტის წარდგენის ვალდებულება გაუქმდა.
საელჩო დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში საელჩოსა და თურქეთის ქალაქებში საკონსულოების ნომრებს აქვეყნებს:
- ანკარაში საქართველოს საელჩოს ცხელი ხაზი: +90 533 690 30 40; +90 539 220 82 80;
- სტამბოლში საქართველოს გენერალური საკონსულოს ცხელი ხაზი: +90 541 818 44 00;
- ტრაპიზონში საქართველოს გენერალური საკონსულოს ცხელი ხაზი: +90 541 326 22 26;
- იზმირში საქართველოს საპატიო კონსულის ოფისი: +90 530 280 45 08.