logo
ENG



თურქული მედიის ცნობით, ერდოღანი პუტინთან შესახვედრად რუსეთში ვიზიტს გეგმავს

22 აგვ 202317:44
3 წუთის საკითხავი
 
2023/08/22/bk8nqfocma60tf7.jpg

თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი, პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად რუსეთში ვიზიტს გეგმავს. ამის შესახებ ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.

როგორც მედია იუწყება, ერდოღანის ვიზიტი რუსეთში ძალიან მნიშვნელოვანია "მარცვლეულის შეთანხმების" გაგრძელებისთვის.

"ვიზიტი კრიტიკული მნიშვნელობისაა, რადგან რუსეთთან მარცვლეულის ინიციატივის გაგრძელებასთან არის დაკავშირებული", - წერს თურქული მედია.

17 ივლისს, რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთი შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმებას აჩერებს. კრემლის პრესსპიკერმა, დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ რუსეთთან დაკავშირებული შეთანხმების ნაწილი არ შესრულდა.

13 ივლისს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა თქვა, რომ მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში, რუსეთი შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმებას დატოვებს. მან ასევე თქვა, რომ გაერომ ვერ შეძლო საკითხის ისე გადაწყვეტა, რომ დაკმაყოფილებულიყო რუსული მხარის მოთხოვნებიც.


close დახურვა