logo
ENG



თხევადი აირი ძვირდება - ეკონომისტები მოქალაქეების ზარალს პროგნოზირებენ

11 ივნ 202007:32
3 წუთის საკითხავი
 

საქართველოს პარლამენტმა საგადასახადო კოდექსში ცვლილებები, რომელიც ნავთობპროდუქტების და აირების დაბეგვრას ეხება, პირველი მოსმენით მიიღო.

კანონპროექტის მიხედვით, დაბეგვრის ორეტაპიანი მოდელი ერთეტაპიანით იცვლება და იმპორტიორ კომპანიებს ერთიანი აქციზის გადახდა მოუწევთ.

არსებულ ცვლილებებს უარყოფითად აფასებენ ეკონომისტები. "ფორმულასთან" საუბრისას ეკონომისტმა სოსო ბერიკაშვილმა განაცხადა, რომ აქციზის გაზრდა პირველ რიგში იმ მოქალაქეებს დააზარალებს, რომელიც თხევად აირს ავტომობილებში, თავისი დაბალი ფასის გამო იყენებენ. მისივე თქმით, მსგავსი გადაწყვეტილება თხევად აირზე მოთხოვნას ბაზარზე გააქრობს. 

"ნებისმიერი გადასახადის გაზრდა, არის ბიუჯეტში შემოსავლისთვის, მაგრამ თუ გადასახადს ზრდი იმგვარად, რომ კონკრეტული ინდუსტრია მოკლა, ანუ იქიდან გადასახადიც არ შევა. დაზარალდებიან ადამიანები, აქ დაბალშემოსავლიან ადამიანებზეა საუბარი, ვინც მაგალითად ტაქსიზე მუშაობს, ან მისი ყოველდღიური შემოსავლის წყარო არის მანქანა და იხეირებენ ნავთობის იმპორტიორები", - განაცხადა ბერიკაშვილმა. 


close დახურვა