logo
ENG



იაგო ხვიჩია ადასტურებს, რომ ოცნებასთან ინდივიდუალურ მოლაპარაკებებს იწყებენ

19 მარ 202122:36
3 წუთის საკითხავი
 
იაგო ხვიჩია ადასტურებს, რომ ოცნებასთან ინდივიდუალურ მოლაპარაკებებს იწყებენ

იაგო ხვიჩია ადასტურებს, რომ გირჩი მმართველ პარტიასთან ინდივიდუალურ მოლაპარაკებებს იწყებს. 

პალიტრანისის ეთერში, ჟურნალისტის კითხვაზე, იწყებს თუ არა იაგო ხვიჩიას პარტია ქართულ ოცნებასთან ინდივიდუალურ მოლაპარაკებებს, ხვიჩია შემდეგნაირად პასუხობს:

"ბუნებრივია, მე მგონია. ოპოზიციასთანაც ვცდით... დავაკვირდებით სიტუაციას, პარტნიორების გამოხმაურებას - როგორ აღწერენ ამ პროცესს, რაც საქართველოში საკუთარი თვალით ნახეს. გამოვიდა, რომ ჯერ კიდევ არ იცის მოსახლეობამ, რა ნაწილში იყო განსხვავებული პოზიციები და რის გამო ვერ მოხდა შეთანხმება.

ამ მოლაპარაკებაში მთავარი პრობლემა ის იყო, რომ იქ იყო ხალხი, ვისაც მოლაპარაკება არ უნდოდა. ზოგადად ამ მოლაპარაკების მაგიდასთან იყო ხალხი, რომლების მიზანიც იყო, რომ ხელი შეეშალათ მოლაპარაკებებისთვის. ამათთვის მოლაპარაკების შედეგად არაფერი არ იცვლებოდა. უბრალოდ ისინი იქ ამრევად იყვნენ მისულები. მე კი არ ვიძახი, რომ ხელისუფლებიდან ანგელოზები იყვნენ. უბრალოდ, როგორც დღეს გამოჩნდა, შეთანხმება იქ არავის უნდოდა, არც ხელისუფლებას, არც ოპოზიციას", - განაცხადა ხვიჩიამ.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის მედიაციით ქართულ ოცნებასა და ოპოზიციას შორის რამდენიმე შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა. 

ბოლო შეხვედრის შემდეგ დანიელსონმა აღნიშნა, რომ გარკვეულ საკითხებზე პროგრესი არსებობს, თუმცა არის საკითხები, რომლებზეც კონსენსუსი მიღწეული არ არის. 

დანიელსონი საქართველოში 12 მარტს ჩამოვიდა და არაერთხელ შეხვდა ინდივიდუალურ დონეზე როგორც ქართულ ოცნებას, ისე ოპოზიციურ პარტიებს. 

მანამდე, საქართველოში თავად შარლ მიშელი ჩამოვიდა. მან 6-პუნქტიანი დოკუმენტი წარადგინა, რომელიც ხელისუფლებას და ოპოზიციას უნდა განეხილათ. მათ შორის იყო რიგგარეშე არჩევნებისა და პოლიტიკური პატიმრების საკითხი. 

 

close დახურვა