ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი ელჩი საქართველოში იან კელი წერს, რომ დაუშვებელია სახალხო დამცველზე დამუქრება და საქართველოს სახალხო დამცველი ზუსტად იმას აკეთებს, რის უფლებასაც მას საქართველოს კონსტიტუცია აძლევს.
"მცდელობები, რომ ძირი გამოუთხარონ და დაემუქრონ სახალხო დამცველის აპარატს უბრალოდ მიუღებელია. სახალხო დამცველი და მისი გუნდი აკეთებენ ზუსტად იმას, რა უფლებითაც აღჭურავს მათ საქართველოს კონსტიტუცია" - წერს იან კელი ტვიტერზე.
“Attempts to undermine or threaten the Public Defender’s office are simply unacceptable. The Public Defender and her team are doing exactly what Georgia’s Constitution empowers them to do.” https://t.co/WaUOeAHTqY
დღეს აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმაც თქვა, რომ ნებისმიერი თავდასხმა სახალხო დამცველზე არის მიუღებელი.
17 ნოემბერს, ომბუდსმენის მიერ შექმნილმა ექიმთა კონსილიუმმა მიხეილ სააკაშვილის შესახებ დასკვნა მოამზადა. კონსილიუმის წევრი ექიმების თქმით, პაციენტის მდგომარეობის კრიტიკულობიდან გამომდინარე, მისი მკურნალობის გაგრძელება დაუყოვნებლივ რეკომენდებულია ფუნქციურად გამართულ და დიდი გამოცდილების მქონე პოლიპროფილურ ჰოსპიტალში, კერძოდ ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში, რის პირობებსაც მე-18 დაწესებულების კლინიკა არ აკმაყოფილებს.
ირაკლი კობახიძემ კონსილიუმის დასკვნას ფეიკი უწოდა. კობახიძემ ასევე ისაუბრა ობმუდსმენის პირდაპირი პასუხისმგებლობის დადგომის შესაძლებლობაზე.