იაპონიის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, ჰიკარიკო ონომ განაცხადა, რომ იაპონია რვა რუს დიპლომატს გააძევებს.
ქვეყანაში იმყოფებიან დიპლომატები რუსეთის საელჩოდან და ასევე სავაჭრო წარმომადგენლის ოფისის ოფიციალური პირები.
"რუსეთის მხრიდან იმის უარყოფა, რომ მშვიდობიანი მოსახლეობის მასობრივი მკვლელობა არ მიმდინარეობს და უკრაინის დეზინფორმაციის გავრცელებაში დადანაშაულება არის რუსეთის პროპაგანდის ნაწილი, რაც კატეგორიულად მიუღებელია", - განაცხადა სპიკერმა.
მანამდე იაპონიის ეკონომიკის, ვაჭრობისა და მრეწველობის მინისტრმა განაცხადა, რომ ქვეყანა თანდათან შეამცირებს რუსული ქვანახშირის იმპორტს რუსეთის უკრაინაში შეჭრის საპასუხოდ.
რუსეთის ქმედებების საპასუხოდ, რუსი დიპლომატები გააძევა იტალიამ, საფრანგეთმა, ავსტრიამ, დანიამ, გერმანიამ და ესპანეთმა.