logo
ENG



იაპონია რუსეთიდან რვა იაპონელი დიპლომატის გაძევებას აპროტესტებს

28 აპრ 202214:25
3 წუთის საკითხავი
 
2022/04/28/hieuulwq3lgg62f.jpg

იაპონიის მინისტრთა კაბინეტის გენერალურმა მდივანმა, ჰიროკაზუ მაცუნომ რუსეთიდან რვა დიპლომატის გაძევება გააპროტესტა. მაცუნოს თქმით, რუსეთის ეს ქმედება აბსოლუტურად მიუღებელია.

8 აპრილს ტოკიომ რუსეთის უკრაინაში შეჭრის გამო რვა რუსი დიპლომატი და ოფიციალური პირი იაპონიიდან გააძევა. რუსეთიდან იაპონელი დიპლომატების გაძევების გადაწყვეტილება კი იაპონიის ხელისუფლების აზრით, რუსეთის მხრიდან საპასუხო ნაბიჯია.

ოთხშაბათს, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოაცხადა, რომ იაპონელმა დიპლომატებმა ქვეყანა 10 მაისამდე უნდა დატოვონ. გენერალური მდივნის თქმით, იაპონიის ელჩი მოსკოვში, ტოიოჰისა კოზუკი გაძევებულთა შორის არ არის.

27 აპრილს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ იაპონიის საელჩოს წარმომადგენელი დაიბარეს და უთხრეს, რომ ტოკიომ უკრაინაში რუსეთის "ოპერაციის" დაწყების შემდეგ ანტირუსული კურსი განზრახ დაიწყო.

ოთხშაბათს, იაპონიის საელჩომ მოსკოვში განცხადება გაავრცელა, რომელშიც რუსეთის უკრაინაში შეჭრას საერთაშორისო სამართლის აშკარა დარღვევა და აბსოლუტურად მიუღებელი უწოდა. ამასთან, განცხადებაში აღნიშნულია, რომ რუსეთის მიერ უკრაინაში უდანაშაულო მოქალაქეების მკვლელობა ომის დანაშაულია. 

 

close დახურვა