logo
ENG



იაპონიაში მიწისძვრიდან 5 დღის შემდეგ 90 წელს გადაცილებული ქალი ნანგრევებიდან ამოიყვანეს

07 იან 202423:25
3 წუთის საკითხავი
 
2024/01/07/t1ui3r2eo71tpzy.png

იაპონიაში მიწისძვრიდან 5 დღის შემდეგ 90 წელს გადაცილებული ქალი ნანგრევებიდან ცოცხალი ამოიყვანეს. ინფორმაციას CNN იაპონიის საზოგადოებრივ მაუწყებელზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათი ცნობით, ქალმა ნანგრევებში 124 საათი გაატარა. ექიმების თქმით, ქალს საუბარი შეუძლია, თუმცა ფეხები დაზიანებული აქვს. 

იაპონიაში 7,5 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, რომელსაც, ბოლო მონაცემებით, 126 ადამიანი ემსხვერპლა.

 


close დახურვა