logo
ENG



იაპონიაში მიწიძვრიდან 5 დღის შემდეგ 90 წლის ქალი ნანგრევებიდან ცოცხალი ამოიყვანეს

07 იან 202411:26
3 წუთის საკითხავი
 
2024/01/07/a5x6nkocmp9rcrm.jpg

იაპონიაში მომხდარი მიწისძვრიდან 5 დღის შემდეგ 90 წელს გადაცილებული ქალი 2-სართულიანი სახლის ნანგრევებიდან ცოცხალი ამოიყვანეს. მან ნანგრევების ქვეშ დაახლოებით 124 საათი გაატარა. 

იაპონური მედიის ცნობით, ის ახლომდებარე საავადმყოფოშია გადაყვანილი. ექიმის თქმით, ქალს ფეხები აქვს დაზიანებული. 

იაპონიაში მიწისძვრა პირველ იანვარს მოხდა. მისი სიმძლავრე 7,5 მაგნიტუდა იყო. მიწისძვრის შედეგად, ბოლო მონაცემებით, სულ მცირე, 126 ადამიანი დაიღუპა. 


close დახურვა