logo
ENG



იაპონიის პრემიერი კიევში ჩავიდა

21 მარ 202315:30
3 წუთის საკითხავი
 
2023/03/21/op8l9veyjh9m8yi.png

უკრაინული მედიის ცნობით, იაპონიის პრემიერმინისტრი, ფუმიო კიშიდა კიევში ჩავიდა.

მედიის ინფორმაციით, კიშიდა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან მოლაპარაკებებს გამართავს. როგორც მედია იუწყება, კიშიდა და ზელენსკი, სავარაუდოდ, უკრაინისადმი იაპონიის მხარდაჭერას განიხილავენ.

24 თებერვალს, ზელენსკიმ დაადასტურა, რომ კიშიდამ იაპონიაში მიიწვია. ანალოგიურად, ზელენსკიმ იაპონიის პრემიერი უკრაინაში მიიწვია.

მანამდე, კიშიდას მიწვევით, ზელენსკიმ G7-ის ონლაინ სამიტში მიიღო მონაწილეობა, რომელიც რუსეთის უკრაინაში შეჭრის წლისთავს ეძღვნებოდა. იაპონიის პრემიერი პირველად ჩავიდა უკრაინაში მას შემდეგ, რაც რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.


close დახურვა