logo
ENG



იაპონიის პრემიერის სიტყვით გამოსვლის დროს მიმდებარედ აფეთქება იყო

15 აპრ 202311:02
3 წუთის საკითხავი
 
Kyodo/Reuters

შაბათს იმ ტერიტორიაზე, სადაც იაპონიის პრემიერმინისტრი, ფუმიო კიშიდა სიტყვით გამოდიოდა, აფეთქება იყო. CNN წერს, რომ პრემიერმინისტრი ადგილიდან დაუყოვნებლივ გაიყვანეს - ის ინციდენტის დროს არ დაშავებულა.

იაპონიის საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, როგორ აკავებენ სავარუდო ბრალდებულს. ადგილობრივი ახალი ამბების გამოცემა კი წერს, რომ კაცმა, სავარაუდოდ, საკვამლე ბომბი ისროლა. ინციდენტი ქალაქ ვაკაიამაში მას შემდეგ მოხდა, რაც პრემიერმინისტრი კიშიდა ადგილობრივ სათევზაო პორტს ეწვია.

მსგავსი შემთხვევა იაპონიაში გასულ წელსაც მოხდა - ყოფილი პრემიერმინისტრი სინძო აბე 8 ივლისს საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, ქალაქ ნარაში, რკინიგზის სადგურთან სიტყვით გამოდიოდა, როცა მას 2 ტყვია ესროლეს. სინძო აბე შემთხვევიდან რამდენიმე საათში გარდაიცვალა.


close დახურვა