logo
ENG



იაპონიის საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს მთავრობას თავშეკავებისკენ მოუწოდებს

03 დეკ 202419:27
3 წუთის საკითხავი
 
2024/12/03/yht777m1ydlmekp.jpg

იაპონიის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი, კიტამურა ტოშიჰირო განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ ვითარების გაუარესების თავიდან აცილების მიზნით იაპონია საქართველოს მთავრობას თავშეკავებისკენ მოუწოდებს.

"იაპონია 26 ოქტომბერს გამართული საპარლამენტო არჩევნების შემდეგ საქართველოში განვითარებულ მოვლენებს ყურადღებით აკვირდება. კერძოდ, ჩვენ შეშფოთებულები ვართ იმ ვითარებით, რომელიც 28 ნოემბრის შემდეგ შეიქმნა - საქართველოს მთავრობის განცხადების შემდეგ, რომ ის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს 2028 წლის ბოლომდე არ დაიწყებდა, რასაც დემონსტრანტებსა და უსაფრთხოების ძალებს შორის შეტაკებები მოჰყვა, რამაც დაკავებები და დაზიანებები გამოიწვია.

ვითარების გაუარესების თავიდან აცილების მიზნით იაპონია საქართველოს მთავრობას მოუწოდებს თავშეკავება გამოიჩინოს და იმედოვნებს, რომ იგი კონსტრუქციულ ზომებს მიიღებს ხალხის ინტერესის გასაგებად და შექმნილი ვითარება მალე დამშვიდდება", - ნათქვამია განცხადებაში.


close დახურვა