![212lm0bw2ikw8td.jpg](/uploads_script3/news/212lm0bw2ikw8td.jpg)
იაპონურმა წყალქვეშა რობოტებმა წყნარი ოკეანის ფსკერზე მეორე მსოფლიო ომის დროს ჩაძირული ხომალდი აღმოაჩინეს.
როგორც ირკვევა, ნაპოვნი ხომალდი იაპონიის იმპერატორის არმიის ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი ავიამზიდი „კაგაა“.
წყალქვეშა რობოტის მიერ გადაღებული მასალით ირკვევა, რომ საბრძოლო გემს 1942 წელს 5 საბრძოლო ჭურვი მოხვდა. რობოტებმა იაპონიის აკვატორიაში უკვე რამდენიმე ხომალდი იპოვეს, „კაგა“ მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანი აღმოჩენაა.