logo
ENG



იდლიბში თურქ სამხედროებზე თავდასხმის ფაქტზე საქართველომ თურქეთს სოლიდარობა გამოუცხადა

28 თებ 202017:30
3 წუთის საკითხავი
 
7b70jptd025l1e8.jpg

საქართველოს მთავრობამ იდლიბში თურქ სამხედროებზე თავდასხმის ფაქტზე თურქეთს სოლიდარობა გამოუცხადა. ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ალექსანდრე ხვთისიაშვილისა და საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის საელჩოს საქმეთა დროებითი რწმუნებულის ონურ სევინის შორის შეხვედრის შემდეგ გახდა ცნობილი.

„იდლიბში თურქ სამხედროებზე თავდასხმის ფაქტზე საქართველომ თურქეთს სოლიდარობა გამოუცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში გაიმართა შეხვედრა მინისტრის მოადგილის ალექსანდრე ხვთისიაშვილისა და საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის საელჩოს საქმეთა დროებითი რწმუნებულის ონურ სევინის შორის. შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს სირიის პროვინცია იდლიბში არსებული ვითარება. თურქეთის მხარემ მიაწოდა მინისტრის მოადგილეს ინფორმაცია განვითარებულ მოვლენებზე, რომელთა შედეგად იერიში იქნა მიტანილი რეგიონში განლაგებული თურქეთის შეიარაღებული ძალების სამონიტორინგო პუნქტის მიმართ.

ალექსანდრე ხვთისიაშვილმა დაუდასტურა თურქეთის წარმომადგენელს საქართველოს მხარდაჭერა სტრატეგიული პარტნიორის - თურქეთის რესპუბლიკის მიმართ, დაგმო ძალადობრივი იერიში თურქეთის სამხედრო ძალების წინააღმდეგ და გამოხატა მწუხარება თურქეთის ჯარისკაცების დაღუპვის ფაქტთან დაკავშირებით. „საქართველო ყურადღებით აკვირდება სირიაში მიმდინარე ბოლო განვითარებებს. თურქეთი არის საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი და მეგობარი, შეშფოთებული ვართ იდლიბში თურქეთის სამხედრო ძალებზე ასადის რეჟიმის მიერ განხორციელებული თავდასხმით. დღევანდელ შეხვედრაზე დეტალურად განვიხილეთ იდლიბში მომხდარი თავდასხმის დეტალები. საქართველო მხარს უჭერს ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორს თურქეთს, მწუხარებას უცხადებთ დაღუპულთა ოჯახებს და მთლიანად თურქ ხალხს, მსგავსი თავდასხმები ასადის რეჟიმის და მისი მოკავშირეების მხრიდან უნდა შეწყდეს“- განაცხადა ალექსანდრე ხვთისიაშვილმა. მხარეებმა გამოხატეს იმედი საერთაშორისო თანამეგობრობის უფრო აქტიურ ჩართულობაზე სირიაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, რის შედეგად შესაძლებელი გახდება ვითარების დეესკალაცია“, - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ თურქეთის პოზიციებზე თავდასხმა მოხდა, შედეგად 33 თურქი სამხედრო დაიღუპა. ამ იერიშს თურქეთის არმიამ ინტენსიური საარტილერიო და საჰაერო დარტყმებით უპასუხა. განადგურებულია ასადის არმიის ვერტმფრენები, ტანკები და  სარაკეტო კომპლექსები. დაიღუპა 300-ზე მეტი სირიელი ჯარისკაციც. რუსეთმა რეგიონში ორი სამხედრო გემი გაგზავნა. თურქეთი მათთვის ბოსფორის ჩაკეტვას არ გამორიცხავდა, თუმცა  რუსულმა ხომალდებმა სრუტე დღეს უკვე გაიარეს. 


close დახურვა